Monday, March 15, 2010

ძაღლი ადამიანის მეგობარია


1. პროექტის სახელი: ძაღლი ადამიანის მეგობარია.

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ ძაღლის წარმოშობას. გაეცნობიან სხვადასხვა ჯიშებს და მათ გარეგნულ მხარეებს. დააკვირდებიან ადამიანის და ძაღლის ურთიერთობას.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს იმის შესახებ, თუ რატომ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი. რა დროიდან ბინადრობს იგი საქართველოში. რატომ გახდა იგი ადამიანის ერთგული მეგობარი. რა სარგებელი მოაქვს პატრონისთვის. გამოიკვლევენ, რომელმა მწერალმა გამოიყენა ძაღლი თავის შემოქმედებაში. გაეცნობიან შექმნილ მხატვრულ ნაწარმოებებს, შექმნიან ზღაპრებს, ლექსებს, ნაძერწებს, ნახატებს. შეასრულებენ ხელით ნაკეთ რბილ სათამაშოებს. შექმნიან ფოტოკოლაჟებს სათაურით: ძაღლი და ადამიანი.

4. მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი. I კლასი

5. ვადების ხანგრძლივობა:2 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, პლაკატების შექმნა, პრობლემის გადაჭრის გზების ჩამოყალიბება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან მხატვრულ ნაწარმოებებს ძაღლზე, დახატავენ, გამოძერწავენ, დაამზადებენ რბილ სათამაშოებს, გადაიღებენ სურათებს, შეგროვილი ფოტო მასალებით მოაწყობენ გამოფენას.

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელებისას მიიღებენ ბევრ ინფორმაციას ძაღლის შესახებ. გაეცნობიან თუ რა როლს თამაშობს ძაღლი ადამიანის ცხოვრებაში. ისწავლიან ძაღლზე ზრუნვას, მასთან ურთიერთობას. სკოლაში ჩატარებული ფოტო გამოფენით სიამოვნებას მიანიჭებენ მნახველებს. მოაწყობენ რბილი სათამაშოების გამოფენა-გაყიდვას, რის შედეგადაც მოხდება მზრუნველობამოკლებული ადამიანებისათვის დახმარების გაწევა.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: განუვითარდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვლევითი ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: მშობლიური ენა, ისტორია, შრომითი სწავლება, ხელოვნება.

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნათია ნიკოლიშვილი

12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nikolishvili@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://natianikolishvili.blogspot.com